Sf-x - Me Maqvs Sheni Imedi lyrics

Published

0 119 0

Sf-x - Me Maqvs Sheni Imedi lyrics

[Ol'Boy] ეს არ არის მარტო ჩემი ომი ანდა შენი ეს არის ის საერთო განსაცდელი რომელშიც შენ რა გაგაჩნია, ეს საკვებია თუ ტანსაცმელი თუ უბრალოდ გული წრფელი, გვჭირდება ყველაფერი აქ არის მთელი ერი და მოდი ხელს გავუწოდოთ ხელი როგორც ჩვენ შეგვფერის და ვიტყვით ჩვენ შევძელით თუ ცოტა იყბედე და მეტი გააკეთე ჩვენ ისევ ავაშენებთ ჩამონგრეულ კედელს [FuLA] წვიმის წვეთებმა დაგვანახეს, რომ ძალა ერთობაშია ეხლა ჩვენზეა დავამტკიცოთ, ნამდვილი ძალა ხალხშია ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც წინას უნდა აჯობოს თაობა, რომელმაც თავი არაფრისთვის დაზოგოს ამის მაგალითია 13,14 და 15 და ეს თარიღები კალენდარზე მკვეთრად შემოვხაზოთ და როგორც ამ დღეებში ვედექით ქალაქს, სულ ისე დავუდგეთ წელიწადის ყველა დრო ამ დღეებს მივამსგავსოთ [Hook: Sf-x] მინდა მქონდეს შენი იმედი არა აქვს მნიშვნელობა, მქონდეს თუნდაც მცირედი და თუ შენც, თუ შენც ამ დასკვნამდე მიხვედი შენც შემომიერთდი, შენც, შენც ჩემთან იდექი [Ter1ka] მახსოვს როგორ ვუყურებდი ბაზის ფანჯრიდან ზოოპარკს, სადაც მისვლა არაერთხელ დამჭირდა დღეს კი ვხედავ წალეკილ ქუჩას და იმ ვოლიერში მხოლოდ ეხლა ნაგავი მოჩანს მე ვხედავ როგორ უდგას გვერდში ჩემს ქალაქს ახალგაზრდები და მეც ამასთან სხვა რა გზა მაქვს რომ მოგიწოდოთ დავეხმაროთ ჩემს ხალხს უბრალოდ დამიჯერე, ამაზე ვერ დავხუჭავთ თვალს [Mc'Friend] ეხლა რასაც ვხედავ ეს არ არის მხოლოდ ძალა მხოლოდ ერთობა ან განსაცდელის ერთად გავლა ჩვენ შევძელით ის, რასაც ვერ შეძლებდა ბევრი ცარიელი ხელით ყველამ ერთად, ერიც, ბერიც მე ვიგრძენი სხვისი სისხლი ჩემში როგორ ჩქეფს მე ვარ მათში მაშინ როცა ეს ტკივილი ვენებს მგლეჯს და თუ შენც ჩემში ხარ მოდი გამომყევი ამ ყველაფერს ჩვენ შევძლებთ, მოდი ჩამკიდე ხელი! [Hook: Sf-x] [Letro] ჩემს ქალაქში ისევ წვიმს მაგრამ წვიმის წვეთებში ეხლა გაცილებით დიდი ტრაგედია მოჩანს თუ შენც მოინდომებ და თითო ხეს მაინც დარგავ ჩვენი ერთობით ავაფრიალებთ საქართველოს დროშას მე მჯერა შენი, ჩემი და შენი ერთობის სამწუხაროდ გულს მიკლავს, რამაც ჩვენ ერთად დაგვაყენა ჩვენ წარმომადგენლები ვართ წვიმის თაობის რომელიც ვერც ერთმა სტიქიამ ვერ განაცალკევა [SF-X] ვიღაცა მისტირის შვილს, ვიღაცა კი ვეფხვებს გლოვობს მე კიდე დავინახე, რომ ისევ წვიმს, მაგრამ ეს არ გავს ბოლოს რადგან დაბადებულა მინიმუმი მეტი შანსი იმედის ტარების არათუ პოზიორობის, ტკივილის ნამდვილი გაზიარების ერში ხო ხარ ისევ, ისე, მოხალისე? ყოველ მიზეზ გარეშე მყისვე და მიდი სხვაც გამოაფხიზლე იგრძენი, დამანახე და მომეცი სტიმული მეტი და მეტი მონახე შენშიც ღმერთი და შემომიერთდი, ამიბი გვერდი [Hook: Sf-x] [Outro] მე მაქვს შენი იმედი (7-ჯერ)

You need to sign in for commenting.
No comments yet.