[Verse 1] ჩემს ქალაქში ისევ წვიმს მაგრამ წვიმის წვეთები არ შეიცავენ მხოლოდ და მხოლოდ წყალს თითქოს ფრთხილად აქ გაგიხვრიტავენ ტვინს ეს ქალაქი შენგან გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს მოდი გონს სიფხიზლე არ გაწყენდა ამ ქუჩებში აკრიფე როცა დარწმუნებული იქნები მუხრუჭებში და დამიჯერე ჩემ ქალაქში ბევრი ოსტატია ხმლის როცა საჭირო იქნება მაშინ გამოგჭრის ყელს თან შეიძლება შეგხვდეს ნაღმები ან და კარს შემოგიღებდნენ ცოფიანი ძაღლები ამ დროს შეიძლება ვიღაც იკლავს თავს ასეთ სიოს აქ რო დაქრის სხვაგან ვერსად ნახავ მსგავსს უფრთხილდი მარტოობას ეს ქალაქი არ გირჩევს მის ქუჩებში თავისუფლად სეირნობას ნუ გააბავ რომანს მასთან ბევრჯერ დაქვრივებულა და სასაფლაო აქვს ზღვასთან [Hook] მეც ხომ ვიცი შესაცვლელია მაგრამ რა ვქნა ჩემია ჩემი მისახედია ჩემი ჯერია უმეტესნი არ დარჩებიან გარბიან მაგრამ რა ვქნა მე ხომ წასასვლელიც არ დამრჩენია [Verse 2] ქალაქი სავსეა ოცნებებით ყურებიანი კედლებით წითელი და ლურჯი განათებებით ამ ქუჩებით ევროპას ვედრებით წარმატება გაგვაჩნია მაგრამ სტატუსით მას ვერ ვეხებით მხოლოდ აქ თუ შევხვდებით ჯიპებში გაჭირვებულებს ქალაქი შეჰყურებს ოცნებით მოტყუებულებს აქ ვერ იტანენ ერთგულებს ნახავ ქუჩაში მოსიარულე დაპატიმრებულებს სისტემა ვერ უზრუნველყოფს სიცოცხლის უსაფრთხოებას ხალხი ნატრულობს ფულს და არა სანდოებას ნუ დააბრალებ დროებას დაკარგულ უმანკოებას ნუ ეძებ უბრალოებას და მათ შორის სათნოებას ამ ქალაქში ფასადებს მიღმა ნანგრევებია და წლებია ეს ჩვენ აქამდე ვერ აგვიშენებია ეს ის ქუჩებია სახელებს რომ არქმევენ მაგრამ დამიჯერე ისევ 90იანებია [Hook]